ხშირად დასმული კითხვები

ქვემოთ მოცემულია პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე

როგორ მუშაობს ქლაუდ მაინინგი?

პროცესი მომხმარებლისთვის ძალიან მარტივია - როგორც კი თქვენ შეიძენთ სასურველ პაკეტს, შეძენილი სიმძლავრე დაემატება თქვენს პროფილს და მეორე დღიდან დაიწყებს ბიტკოინის გამომუშავებას

რამდენ ბიტკოინს გამოვიმუშავებ?

ბიტკოინის გამომუშავება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, როგორებიცაა სირთულე, ბლოკების რაოდენობა და ა.შ. ამ ფაქტორების წინასწარ განსაზღვრა რთულია. პაკეტების შეძენის გვერდზე ჩვენ დათვლილი გვაქვს ბიტკოინების ის სავარაუდო რაოდენობა, რომელსაც გამოიმუშავებთ დღევანდელი მონაცემებით

რას ნიშნავს 100% მუშაობის გარანტია?

თუ თქვენ შეიძენთ მაინერს და დაიწყებთ მაინინგს სახლში, იმის ალბათობა,რომ ტექნიკა მწყობრიდან გამოვა ან შეფერხებები ექნება, მაღალია. ჩვენი პლატფორმის გამოყენებით თქვენ გარანტირებულად მიიღებთ იმ ბიტკოინებს, რომლებიც თქვენ მიერ შეძენილი ჰეშრეიტის 100% გამოყენებით გამომუშავდება

როგორ გადავიხადო?

პაკეტების შეძენის გვერდზე აირჩიეთ სასურველი პაკეტი და დააჭირეთ "შეძენას". ბრაუზერი გადამისამართდება UniPay-ს გადახდის გვერდზე, სადაც შეგიძლიათ აირჩიოთ გადახდა Visa/MasterCard ან AMEX ბარათის გამოყენებით. ბარათის ინფორმაციის შეყვანა მოგიწევთ ბანკის დაცულ გვერდზე, რაც იძლევა თქვენი ბარათის უსაფრთხოების 100%-იან გარანტიას

რას წარმოადგენს BTX.GE?

ბიტკოინის გამომუშავება იწყება პაკეტის შეძენის მეორე დღეს. გამომუშავებული ბიტკოინი დაგერიცხებათ ყოველდღიურად. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გამომუშავებული ბიტკოინის გატანის ქვედა ზღვარი არის 0.0015 BTC

როგორ დაგიკავშირდეთ შეკითხვის შემთხვევაში?

შეკითხვის შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ ჩვენს

facebook გვერდზე